„აზოვსტალში“ ასობით ადამიანი რჩება, უცნობი მიზეზით ევაკუაცია შეფერხებულია -BBC

პუბლიკა

„ასობით ადამიანი რჩება „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში, ევაკუაციის შეფერხების მიზეზი უცნობია“, – ინფორმაციას BBC „აზოვსტალში“ მეთაურ დენის შლეგაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დენის შლეგას განცხადებით ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები კვლავ იმყოფებიან „აზოვსტალის“ ქარხნის თავშესაფარში. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც 1 მაისს 100-მდე ადამიანმა გაეროს და წითელი ჯვრის ჩართულობით დატოვა ქარხანა, რუსეთის არმიამ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიის ძლიერი დაბომბვა განაახლა.

1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობით „აზოვსტალის“ ქარხნიდან პირველი ასკაციანი ჯგუფის ევაკუაცია განხორციელდა.

28 აპრილს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან „ინტენსიური დისკუსიები“ მიმდინარეობდა ევაკუაციის ოპერაციის შესათანხმებლად.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile