ბაიდენის თქმით, ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ ტაივანს სამხედრო გზით დაეხმარება

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამხედრო გზით ჩაერიოს თუკი ჩინეთი ტაივანში შეიჭრება. მისი თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ტაივანის დაცვის ვალდებულება „კიდევ უფრო მაღალია“.

ტოკიოში ვიზიტისას ჟურნალისტის შეკითხვას, ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ჩაერთვება თუ არა აშშ სამხედრო გზით ტაივანის დასაცავად, ბაიდენმა დადებითად უპასუხა. „ჩვენ ამისი ვალდებულება ავიღეთ“, – თქვა ბაიდენმა.

აშშ ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ეთანხმება „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას. მაგრამ ამასთანავე კუნძულთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს.

1979 წლიდან შეერთებულმა შტატებმა ტაივანს თავდაცვაში დახმარებაც აღუთქვა და მის მოკავშირედ მიიჩნევა, მაგრამ აშშ-ის ლიდერებს მკაფიოდ აქამდე არ განუცხადებიათ, რა გზით ჩაერეოდა აშშ ჩინეთ-ტაივანის შესაძლო კონფლიქტში.

LB loan image desktop LB loan image mobile