ბაიდენმა მოკავშირეები - ევროკავშირის ლიდერები შეხვედრაზე მიიწვია

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოკავშირეები, ევროკავშირის ლიდერები მიიწვია. შეხვედრის მოწვევის მიზეზი გახდა დონბასში რუსეთის მიერ დაწყებული ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა, რომელიც 19 აპრილის გამთენიისას დაიწყო რუსეთმა.

ღამით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმია ომის მეორე ეტაპს იწყებს და რომ დონბასის მიმართულებით რუსებმა თავი მოუყარეს დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასა და ტექნიკას, თუმცა, ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, გაუმკლავდეს ამ შეტევასაც.

„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ სამხედროს მოუყრიან თავს, ჩვენ დავიცავთ თავს. ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ არაფერ უკრაინულს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile