ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ჩარიცხა - ფონდი „ქართუ"

პუბლიკა

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“, – ამის შესახებ ინფორმაცია „პირველი არხს”  ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაუდასტურა.

ამ დროისთვის StopCoV ფონდის ანგარიშზე 124 543 899 ლარია ჩარიცხული.