ბათუმში კლუბები კონტე, სოჰო, UP2U და სექტორი 26 დავხურეთ - ინსპექცია

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ღამის კლუბები შეამოწმა. უწყების განცხადებით, შემოწმების შედეგად დადგინდა რომ, მოთხოვნებს  ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა – შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი), შემდეგი ოთხი ობიექტი კი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა:

შპს სამაია (კლუბი კონტე)

შპს ვიპ კანუპოსი (UP2U)

შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო)

შპს სექტორი 26 (სექტორი 26)

უწყების განცხადებით, რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები მაინც დაფიქსირდა, ამიტომ შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, ობიექტებს შეუჩერდა საქმიანობის უფლება, ასევე დარღვევების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები.