ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა

პუბლიკა

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ის ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის 13-ე სართულიდან ჩამოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უფრო დეტალურად ცნობებს უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით.

LB loan image desktop LB loan image mobile