ბერაძე: საბავშვო ბაღის კოლექტივები და ხელმძღვანელები მადლიერი არიან

პუბლიკა

სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციის მიზნით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონში ცვლილები კახი კახიშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია საბავშვო ასაკიდან აუცილებელია და კანონში ცვლილებების მიზანიც ეს არის.

ცვლილებების მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სავალდებულო გახდება სახელმწიფო სიმბოლოების განთავსება. კანონში ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დისკუსია მოჰყვა. ცვლილებები მოიწონა მმართველი პარტიის დეპუტატმა, რიმა ბერაძემ.

„მადლობა მინდა, გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელს, ბატონ კახის, ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტისთვის. აქ მრავლად გაჟღერდა ჩემი კოლეგებისგან, რომ ეს პატრიოტიზმისთვის ხელის შეწყობაა. ეს ის სულისკვეთებაა, რომელსაც ჰქვია ჩვენი სიმბოლიკისადმი პატივისცემა და სიყვარული. ეს არის ძალიან კარგი ეროვნული საქმე, სადაც ჩვენი სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან დაიწყება რიტუალის განხორციელება.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ შესანიშნავი ინიციატივაა და გიჭერთ მხარს. თავად მინდა გითხრათ, რომ საბავშვო ბაღის კოლექტივები და ხელმძღვანელები მადლიერები არიან და მადლობას გიხდიან, რომ ასეთ მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეთ და წამოწიეთ თქვენ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.