ბერლინალე 2021 წლიდან აუქმებს საუკეთესო ქალი და კაცი შემსრულებლის ნომინაციებს

ია კელერმანი

ბერლინალე საუკეთესო ქალი და საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციებს 2021 წლიდან აუქმებს.

ბერლინალეს კინოფესტივალის გადაწყვეტილებით, პირველად ამ ფესტივალის ისტორიაში, პრიზები გენდერულად ნეიტრალურ ნომინაციებში დაწესდება.

„ვერცხლის დათვი“ გაიცემა მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისა და დამხმარე როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინაციებში.

ინფორმაციას კინოფესტივალის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

2021 წელს კინოფესტივალი სპეციალურად შერჩეულ ადგილას, არა დისტანიურად, გაიმართება. კინოფესტივალის დირექტორის თქმით, მათ სჯერათ, რომ ეს გადაწყვეტილება დაეხმარება კინოინდუსტრიას, გენდერულად უფრო მეტად სენსიტიური გახდეს.