„ბევრი ხალხი იყრის თავს“ – ლისის ტბის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სახლში დარჩენას სთხოვს

პუბლიკა

ლისის ტბის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, „გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ლისის ტბაზე სტუმრობისგან. ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

„შესაძლოა, თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას“, – აცხადებს ადმინისტრაცია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანციაა. ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ხალხმრავალ თავყრილობებს კრძალავს.

დღეს ლისის ტბაზე ქალაქის მცხოვრებთა სიმრავლე შეიმჩნეოდა.