ბიბლიოთეკის შესასვლელთან ყოველდღე 5 ახალი წიგნი დაგხვდებათ

პუბლიკა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე წერს, რომ ყოველდღე ბიბლიოთეკის შესასვლელთან 5 ახალი წიგნი დაიდება, რომლის წაღებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 “ბოდიში, რომ ვერ შესაბამისად გემსახურებით, მაგრამ დღეიდან ყოველდღე, დილით 10 საათზე, ბიბლიოთეკის შესასვლელთან (გუდიაშვილის 7) ამ წიგნის სახლუკაში, თქვენ ხუთი ახალი, გამოუყენებელი წიგნი დაგხვდებათ ეკვილიბრიუმის ფონდიდან, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ. იკითხეთ სახლში.

მადლობა თქვენ მოთმინებისთვის!
მადლობა ექიმებს გამძლეობისთვის!
კორონა წავა მალე!” – წერს კეკელიძე.