ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი - ტიკარაძე კონგრესმენების წერილზე

ია კელერმანი

„ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი, ის პირიქით არის საქართველოში გარანტი დემოკრატიის განვითარების”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა კონგრესმენების წერილზე, რომელიც მათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მიწერეს.

„რაც შეეხება კონგრესმენების წერილს და ასევე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი, ის პირიქით არის საქართველოში გარანტი დემოკრატიის განვითარების და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთავრობა ერთობლივად შევძლებთ და საქართველოში დაიწყება და გაგრძელდება ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც უკვე რვა წელიწადია მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, რასაც ვიცნობ მე ამ წერილს, მსგავსი შინაარსი მე მასში არ ამომიკითხავს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, „ოლიგარქად არ არის ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული?”, ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ „არა, ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული არ არის.


6 ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის, მაიკ პომპეოსთვის, გაგზავნილ წერილში ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის და მისი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა.

LB loan image desktop LB loan image mobile