ბიძინა ივანიშვილზე პოსტს ნინო წილოსანიც აქვეყნებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელი წერილის შემდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერზე, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე პოსტს „ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ნინო წილოსანიც აქვეყნებს.

„როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?! ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ“, – წერს წილოსანი.


პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე 5-გვერდიანი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰყვება. წერილში ის 2012 წლამდე მოვლენებს და 2012 წლის შემდეგ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ პროცესებს იხსენებს. წერილში დასაწყისში ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის ურთიერთობებზე საუბრობს. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კამპანია სრულიად დაუსაბუთებელია და საქართველოს მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.