ბლინკენი: გავაგრძელებთ იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას

პუბლიკა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად”. – წერია ბლინკენის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.