ჯანა ჯავახიშვილი

გამომდინარე იქიდან, რომ კონცეფციის სამგვერდიანი დოკუმენტი და მსჯელობა აგებულია 7 გამოწვევაზე, მოცემული დოკუმენტიც სტრუქტურით სწორედ ამ შვიდ გამოწვევას მიყვება. ამისთვის, ჩავატარეთ კონცეფციის დოკუმენტის თემატური ანალიზი.

პუბლიკა

ვფიქრობ, საკითხი უნდა შევატრიალოთ და საკმარისზე მეტჯერ დავსვათ კითხვა: რა იქნებოდა ქართული კინო საბჭოთა კავშირის ცენზურის გარეშე? იქნებ უკეთესი ყოფილიყო? ნუთუ არ გიფიქრიათ ამაზე? თუ თქვენ იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ წნეხის შედეგად აღწევდნენ ადამიანები სასურველს?

გელა კვაშილავა

ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან, 27 აპრილიდან დაიწყება და სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე სრულად დაიშვება ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ნიკა ნანუაშვილი

არც იმის მჯერა, რომ ეს ბლოგი რომელიმე წინაზე რაიმეთი უკეთესი გამოვა, მაგრამ უნდა ვცადო და უნდა ვცადოთ; რაღაცნაირად ამ მძიმე სტატუს-ქვოსა და პერსპექტივის ფონზეც კი ნათელი წერტილებია მოსაძებნი, ასეთი წერტილების გარშემო პოზიტიური მუხტის ჩხიკინი, იდეების ხლართვა და მერე ვინ იცის, ან ვინ დაგვიშლის...

ნათია კაპანაძე

თუ მომხდარ მოვლენებს ქრონოლოგიურად გადავხედავთ, გაგვიკვირდება კიდეც, როგორ ახერხებენ პოლიტიკოსები ბრაზის დაგროვებას -  მთავრობების იდენტური შეცდომების გამო. მედიის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში  საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესო არასოდეს  ყოფილა.

ზაზა კოშკაძე

ჩვენ ბევრი გვსმენია იმაზე, თუ როგორ იდევნებოდნენ ქრისტიანები. კი, რა თქმა უნდა, იდევნებოდნენ, მაგრამ ქრისტიანებს ერთმანეთზე დიდი მტერი არ ჰყოლიათ, არასდროს. ამაში დასარწმუნებლად მარტო ბართლომეს ღამეს გახსენებაც კი საკმარისია.

გიორგი მშვენიერაძე

და მათ კვლავ იგრძნეს სიმსუბუქე, სიმსუბუქე პასუხისმგებლობისგან, როცა თაროებს დაუბრუნეს მტვერგადაწმენდილი წიგნები.

ზურა ვარდიაშვილი

და როგორ უნდა გააკეთოს ეს? ყველამ იცის, რომ მაღალი სტანდარტების დამცველი, კვალიფიციური და სანდო, ავტორიტეტული მედიის განადგურება ადვილი არ არის, რადგან ასეთ დროს საზოგადოებრივი აზრი მდევნელის წინააღმდეგ იმუშავებს. ამიტომაც ბრალდებების, ცილისწამების, სიძულვილის ენის მთელი ნიაღვარია მიშვებული სწორედ მედიის მისამართით. ამიტომაც გვესმის ყველა საარჩევნო შეხვედრაზე, ყველა ბრიფინგზე, ყველა პრესკონფერნციაზე მედიის კრიტიკა, ლანძღვა, შეურაცხყოფა.

ბექა შათირიშვილი

ადგილი, სადაც უკრაინასთან უპირობო მეგობრობა რთულ ვითარებაში ეჭვქვეშ არ დამდგარა, გურიის სოფელი შრომაა, რომელსაც 1938 წლიდან აკავშირებს მეგობრობა უკრაინაში, გენიჩესკის რაიონის სოფელ როვნოსთან. მეორე მსოფლიო ომის დროს შრომა ერთ-ერთი მოწინავე იყო უკრაინელების დახმარების მხრივ.

მებო ნუცუბიძე

საერთოდ, ძალიან ბევრი რამეა, რისი ახსნაც ძალიან გამიჭირდება, რაც, ერთი შეხედვით, პარადოქსულია, თუმცა ჩვენს ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული.

პუბლიკა

სატარიფო პალატის საქმიანობის შედეგად 1919-1920 წლებში არაერთი შრომითი დავა გადაიჭრა გაფიცვის უფლების გამოყენების გარეშე, მხარეები მორიგდნენ ხელფასის ზრდის კონკრეტულ მარჟებზე

პუბლიკა

საქართველოს სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციონალური გამართულობა, კანონის უზენაესობის იდეალი და სამოქალაქო საზოგადოების მორალური სიმწიფე არსებითი გამოწვევის წინაშე დადგა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე.