ბლოგი
ვსაუბრობთ მე-20 საუკუნის საკულტო ალბომებზე, სხვადასხვა პერიოდიდან და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრიდან, ალბომებზე, რომელთაც არ აქვთ რაიმე საერთო, გარდა მათი საკულტო სტატუსისა
უფრო მეტიც, ძალაუფლება სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ხალხის დასაშინებლად და დასაშლელად გამოყვანილი „სერიოზული“ ძალა – ახალგაზრდებმა აბუჩადაც აიგდეს: ცეკვავდნენ გამაყრუებელ სირენებზე, ეცეკვებოდნენ წყლის ჭავლს, იცინოდნენ და ამავდროულად ძალიან გაბრაზებულები იყვნენ.
„სერგო გოთვერანი” გახსოვთ? 2009 წლის, ირაკლი ფანიაშვილის გადაღებული ფილმია (ოპერატორი: ნათელა გრიგალაშვილი) არ მიყვარს ეს სიები (ფილმები, რომელიც უნდა ნახო, სანამ სიბერე ძუ მგელივით მოგვიხტება და ა.შ), ქულები და დატოლება, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, ჩემთვის XXI საუკუნის ნომერ პირველი ქართული ფილმი - „სერგო გოთვერანია“’.
ახლა ვფიქრობ, აქვე დავწერო კითხვაზე პასუხი, თვალები რომ არ გადაგიღალოთ, ბევრის წაკითხვა რომ არ მოგიწიოთ და როგორც გჩვევიათ ხოლმე, მხოლოდ სათაურითა და პირველი აბზაცით გამოგატანინოთ საკითხში ღრმად ჩახედული ადამიანის დამაჯერებელი პათოსით გაჯერებული დასკვნა თუ, ცოტათი გაგაწვალოთ და სადღაც შუაში გითხრათ ჩემი სათქმელი, ანდაც საერთოდ ბოლომდე გაგტანჯოთ და მხოლოდ დასასრულში გაგიმხილოთ, რა გვასწავლა კორონამ?
ეს ნიშნავს, რომ ყველა ისევ საკუთარი სურვილებითაა შთაგონებულიც და განწირულიც, რომ ყველა თავისთვისაა, ხოლო საარჩევნოდ, ყოველ ოთხ წელიწადში შეწუხებული ღმერთი - ყველას წინააღმდეგ. როგორც ჰერცოგის ფილმში.
თუკი საპროტესტო მოძრაობა ვინმეს პოლიტიკურ ან ფინანსურ ინტერესებს წინ გადაურბენს, ჰომოფობიასაც მაშინვე გადმოიღებენ ხოლმე კარადიდან, თავზე დაგვადგებიან, მიგვითითებენ და ჩვენი თავების ჩვენზე დიდ გულშემატკივრებად გადაიქცევიან.
„ვარდების რევოლუციის“ მოდელი დღეს იმუშავებს? არა! შეიძლება თუ არა დემოკრატიული ტრანსფორმაცია? კი! გზა არსებობს, მთავარია ამ გზაზე სიარულის სურვილი და სამი ოქრის წესის განუხრელად დაცვა: ერთიანობა, დაგეგმვა და დისციპლინა.
ჟურნალისტისთვის ბრაზი ცუდი მოკავშირეა. პროფესიული სტანდარტი საომარი მოქმედებებიდანაც კი ამბის მოყოლას გვავალდებულებს. გაბრაზებული, მით უფრო, განრისხებული ჟურნალისტის მიერ მოყოლილი ამბავი აუდიტორიისთვის ხშირად ნაკლებად სანდოა, ვიდრე მშვიდი თხრობა.
მომხმარებელი უკვე შეიცვალა, სხვადასხვა სტარტაპ პროგრამის გამარჯვებულებს შორისაც სულ უფრო მეტნი არიან ისეთები, ვისაც კარგად ესმის ტექნოლოგიები, ვისთვისაც ციფრული სამყარო ბუნებრივი გარემოა. მე დავფიქრდებოდი.
ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ შენ გემსახურონ და განგადიდონ? ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს ჩვენს ბატონობას და განდიდებას? რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!