ბლოგი
სულ ახლახანს საწყალი მღვდელი დაავადდა და მგონი, მასთან ერთად სტიქაროსანიც. დღეს რაღაც ვიდეო ვნახე, პატარა ბავშვი დგას და ამბობს, რაც საპატრიარქოს კურთხევა იქნება, მაგას ვიზამთო. მერე შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა - თუ წირვა შეწყდება, სულიწმინდა დაგვტოვებს და ცეცხლის წვიმა წამოვა ციდანო.
შენ და შენი ტოლი ქართველი გოგოები და ბიჭები სუპერმარკეტებსა და კაფეებში სამუშაოდ ხშირად იმიტომ კი არ მიდიხართ, რომ, როგორც იტყვიან, თქვენი ფული გქონდეთ. უფრო იმიტომ, რომ ოჯახს სწავლის საფასურის ტვირთი შეუმსუბუქოთ ან შიმშილისა და გადასახადების გადაუხდელობისგან დააზღვიოთ. მაგრამ ამ სამუშაოს გამო, სწავლასაც მოსწყდით, არც ადამიანური ცხოვრებისთვის საკმარისი ფული გაქვთ და ხვალინდელი დღის შიშით სულ უფრო და უფრო იქუფრება თქვენი იმედის ცა.
მე და ჩემი თაობის ადამიანები საბჭოთა კავშირის ბოლო, ახალი საქართველოს კი პირველი ბავშვები ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, ვინ ვართ და სად ვცხოვრობთ. მშობლებსაც კი არ ვეკითხებოდი. ჩემი მშობლები მარტო ჩვენი ოჯახის გადარჩენას ცდილობდნენ და, შესაბამისად, მეც სოციალური საკითხების გარდა, შეკითხვები არ მქონია.
ამ კვირაში რამდენჯერმე მომიწია ბრუკლინში ერთ-ერთი ყველაზე დიდ საავადმყოფოსთან მანქანით გავლა. საავადმყოფოს გარშემო ყველგან დიდი კარვებია გაშლილი, ზუსტად ისე, როგორც საომარ ზონებში. საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს ცენტრალურ პარკშიც. ექიმები სატელევიზიო ინტერვიუებში ერთხმად ამბობენ - ისინი არიან ომის პირობებში.
და მაშინ კაპიტალიზმი თავად გამოდის მხეცი, რომელიც ბატონობს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე სტიქიური, შემაშინებელი, შემზღუდავი ძალის სახით; ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობების სახით, რომელიც აფერხებს ადამიანთა სახეობის პროგრესს.
ამ დაკვეთის შესრულებას ნამდვილად სჭირდება მიხეილ სააკაშვილის ფიგურის მიმართ კონსენსუსის მიღწევა, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა, რაც პრობლემებზე (და არა პიროვნებებზე) ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას გულისხმობს.
დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოთხოვნილია ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო მექანიზმებით, ამასთან მომგებიანია ბიზნესისთვის და არც ისე რთულია მისაღწევად ოპერაციულ დონეზე
როგორც ვხედავთ, რთულია სტარტაპების გზა, განსაკუთრებით საქართველოში, მაგრამ ჩნდებიან ისეთები, ვისაც აწუხებს დამდგარი წესრიგის მონოტონურობა და ჯიუტად მიიკვლევს გზას განსაკუთრებული ჯილდოს მოლოდინში.
შექმნილმა ვითარებამ ლაკმუსივით გამოავლინა საბჭოთა დროიდან გამოყოლილი პრობლემები. მაგალითად, გამოვლინდა, რომ ეკლესია კანონგარეშეა. საბჭოთა დროს კანონიერი ქურდების ინსტიტუტი იყო კანონგარეშე და ვიცით, რაც არის ეს - სახელმწიფოში კანონგარეშე ინსტიტუტის მოქმედება. ავთვისებიანი პროცესია.
„სერგო გოთვერანი” გახსოვთ? 2009 წლის, ირაკლი ფანიაშვილის გადაღებული ფილმია (ოპერატორი: ნათელა გრიგალაშვილი) არ მიყვარს ეს სიები (ფილმები, რომელიც უნდა ნახო, სანამ სიბერე ძუ მგელივით მოგვიხტება და ა.შ), ქულები და დატოლება, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, ჩემთვის XXI საუკუნის ნომერ პირველი ქართული ფილმი - „სერგო გოთვერანია“’.
და ახლა რომ გკითხოთ, დაასახელეთ ერთი ფასეულობა, ღირებულება, ვალდებულება, ისტორიული მოვლენა ან ნებისმიერი რამ - რაზეც ყველა ვთანხმდებით და არ ვდაობთ-მეთქი, შეძლებთ?