ბექა ქურხული

როგორც ჩანს ისევ რკინიგზას და სამხედრო ეშელონებს ურტყამდნენ... იმედია ლევანასი არ იყოს მათაც გამოასწრეს... მიხასმა მობილურით გადაღებული ვიდეო გვაჩვენა, სადაც რუსებს  უკრაინის ქალაქებში „ბელორუსი“ ტრაქტორის ლაფეტებით, ლენინის ძეგლები დააქვთ და სასწრაფოდ ამონტაჟებენ, დანგრეულ და გადაბუგულ მოედნებზე...

ბექა ქურხული

     „ომი საშინელებაა, მაგრამ ომზე უარესი რამეც არსებობს ამქვეყნად - ეგოიზმია ომზე უარესი, ლაჩრობაა ომზე უარესი, ღალატია ომზე უარესი...

ბექა ქურხული

    მთელი ღამე და მომდევნო დღე გზაში ვართ... ძალიან ხშირად ვჩერდებით...  ეს  გზა, 700 კილომეტრი, რაც ლვოვიდან კიევამდე გამოვიარეთ, ახლა უკან უნდა გავიაროთ. სამწუხაროდ, რუსეთი, როგორც ჩანს, საბოლოოდ მოვიდა გონს, ომის დაწყების პირველი დღეებისა და კვირების გამანადგურებელი მარცხის შემდეგ და ფართომასშტაბიან იერიშზე გადმოვიდა.

ბექა ქურხული

  სხვა გზა აღარ იყო, ლვოვის მატარებლის  ბილეთები უნდა აგვეღო... ჩვენით ასე უფულოდ, უაკრედიტაციოდ და უპატრონოდ კიდევ სადმე წასვლა უკვე სიგიჟეზე მეტი უპასუხისმგებლობა იყო და არა მარტო თავისა და ოჯახის წევრებისადმი, არამედ იმ ბიჭებისადმიც,  ვინც შეგვხვდა და, შესაბამისად, გარკვეული პასუხისმგებლობაც აიღეს ჩვენზე, რომ ამ გაგანია ომში რაიმე გაუთვალისწინებელ სისულელეს არ ჩავიდენდით...

პუბლიკა

შეიძლება ავტორიტარიზმთან დაპირისპირება ნაკლები დანაკარგით, თუ ხელი ჩავიქნიოთ და შევუერთდეთ ემიგრანტების გრძელ რიგს? ავტორიტარიზმთან დაპირისპირება, ბრძოლა და მისი დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ამაზე ცალკე უნდა დავწეროთ, რადგან გრძელი წერილის კითხვა ცოტა უსიამოვნო ამბავია.

ბექა ქურხული

ვეღარ გავუძელი, მობილური გამოვრთე და ისე გამოვბრუნდი, არავისთვის აღარაფერი მითქვამს. ხო ამეებში გავიზარდე და დავბერდი, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერასოდეს ვერ გავუძლებ, ვერ ავიტან და ვერ შევეგუები... არ გამოვა ჩემგან პროფესიონალი, არაფერში არ გამოვა და ძალიანაც კარგი... არ შემიძლია და არც მინდა, მაგის დედაც ვატირე, რა უნდა გადავიღო და რა უნდა დავწერო... და თქვენის ნებართვით, ვიდეოკამერის გამორთვისა არ იყოს, დღევანდელ დღეზე წერასაც აქ შევწყვეტ...

ბექა ქურხული

უკრაინის ჩაბნელებული ცა კი ისევ რაღაცნაირად ფართოდ და საიმედოდ გადაფოფრებოდა თავის მიწას...

ბექა ქურხული

ძლივს, თავისთვის, სადღაც საცოდავად ღნაოდა საჰაერო განგაშის ხმა...

ბექა ქურხული

ორსაუკუნოვანი ომი რუსეთის ორდასთან როდისმე უნდა დამთავრდეს და კრემლი უნდა დაინგრეს ისე საქართველოს, და არა მარტო საქართველოს, მშვიდი ძილი არ ეღირსება...

პუბლიკა

დღის ბოლოს დაუნდობლად დაბომბეს ჩვენი ზაპოროჟიე, სადაც 19 მაისს ვიყავით და კრივოი როგი... განუწყვეტლივ და ძალიან ინტენსიურად იბომბება ხარკოვი - სუმის დამაკავშირებელი ტრასა, რის შედეგადაც საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა უკრაინული სამხედრო ტექნიკა და შეფერხდა მათი წინსვლა...

ბექა ქურხული

უკანა გზაზეც საათ-ნახევარი ვიჩახჩახეთ მეტრომდე; როგორც იქნა, მივაღწიეთ და რომ გვეგონა,  გვეშველა, ისეთი საჰაერო განგაში ატყდა და ისეთი დაიქცა ცა, დნეპრი მოგვენატრა... მეტროსადგური სასწრაფოდ ჩაკეტეს, რადგან ჩვენს ხაზს  მდინარე დნეპრი უნდა გადაეკვეთა და ძალიან დიდი რისკი იყო, რუსებს სწორედ ხიდებისა და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის დაერტყათ...