ბლოგი
„ნუ ავიწროებთ უაზროდ სამანქანო ზოლს. კატასტროფაა. ეს გზები იყო გათვლილი უფრო ნაკლებ ხალხზე და მანქანაზე, და თქვენ რას აკეთებთ! ავიწროებთ და ხელს უშლით ამით ხალხს გადაადგილებაში. არ გამოხტეთ საზტრანსპორტით იარეო. საზტრანსპორტში რაც ხდება, კარგად იცით…";
აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის ეფექტიანობა მცირდება, როდესაც ადგილი აქვს სასამართლოებში სამოქალაქო საქმეების განხილვის წლობით გაჭიანურებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოების მიერ ყველა მოქალაქისთვის თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.
მიზიდულობის ცენტრებსა და პოლარიზებულ კიდეებს აზრს მხოლოდ შინაარსი სძენს. შინაარსი კი, ერთადერთია - ლიბერალური დემოკრატიის პერსპექტივა.
როგორია საქართველო თუკი მას კიბერსივრციდან ამოვხედავთ? ესაა ოლიგარქების ტერიტორია, რომელზეც კოლონიური რეჟიმი არსებობს. ძალაუფლების მიერ ჩამოყალიბებული ეს ოლიგარქიულ-ბანდიტური სისტემა საბჭოთა იმპერიის კოლაფსის შემდგომ დაწყებულ საჯარო სივრცის ორგანიზებაში იჩენს თავს.
ორ საუკუნეზე მეტია ძველ სიმაგრეებს ფუნქცია დაკარგული აქვთ და ჩვენი უყურადღებობით და გაუბედაობით ნადგურდებიან. ახლა დროა ეს ამოდენა სიამაყე, განძი და წინაპართა დანატოვარი ახალი შინაარსით დავტვირთოთ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქმნება საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისთვის. იუსტიციის საბჭოებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად და უნდა იმუშაონ გამჭვირვალედ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.
მომიტაცეს, როგორც ჩემი უფროსი და და მერე იქაურობას ავტომატის ჯერი მიარწყიეს? განა, მოვიდა ჩემი დროც, აღარ უნდა ვიყო ქალწული? არა. არა. მარა ეგრე სადაა, დაო. ბედს უნდა დამორჩილდე, არც მე მიყვარდა თავიდან ჩემი ქმარი, 13 წლისას მომიტანეს სახლში ნიშანი. რას იტყოდა საწყალი მამაჩემი. ბედია, ეტყობა. მერე შეიყვარებ.
ვცდილობ, თბილისიდან გაქცევის შანსი ყოველთვის გამოვიყენო. დედაქალაქიდან თუნდაც ცოტა ხნით წასვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია უკეთესი ბუნებრივი გარემოა, მაგრამ აქ ჩამოსულს „ფეროს“ გავლენით თბილისზე უარესი ჰაერი და ჭიათურის მანგანუმის გამო მტკვარზე უფრო დაბინძურებული ყვირილა გხვდება.