სიახლეები, ემოციები და ექსპერიმენტები — როგორ ჩაიარა თაკარას სცენაზე სუხიშვილების საზაფხულო პროგრამამ

ფასიანი განთავსება

თაკარას სცენაზე სუხიშვილების ნაციონალურმა ანსამბლმა ტრადიციული და განახლებული დადგმებით მაყურებელს ამ ზაფხულსაც უმასპინძლა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 6 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, სუხიშვილებმა ერთგულ მაყურებელს საზაფხულო პროგრამა შესთავაზა. თაკარას ღია სცენამ, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განახლდა, სუხიშვილების გულშემატკივრებს წელსაც დაუვიწყარი ქორეოგრაფიით დაამახსოვრა თავი და ტრადიციულად, კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

„როგორც ყოველთვის, თაკარას სცენაზე წლევანდელი წელიც ძალიან დატვირთული და წარმატებული გამოდგა. ამინდის მიუხედავად, მთელი სეზონის განმავლობაში კონცერტებს თითქმის ყოველდღე ვატარებდით. მაყურებელს საზაფხულო შერეული პროგრამა შევთავაზეთ, რომელიც მრავალფეროვანი იყო როგორც საკონცერტო ნომრებით, ასევე ჰაეროვანი კოსტიუმებით, რომლებიც ღია სივრცეს განსაკუთრებულად უხდებოდა.

ჩვენმა მაყურებელმა ამ მცირე დროში თაკარას სცენა ძალიან შეიყვარა. ის სითბო და სიყვარული, რომელიც მაყურებელს ჩვენ მიმართ აქვს, ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობა. ამინდს, რომელიც წელს საკმაოდ ნალექიანი გამოდგა, ხელი არ შეუშლია მაყურებლებისთვის, რათა კონცერტზე ბოლომდე დარჩენილიყვნენ და საოცარი ოვაციებით ჩვენთვის სტიმული მოეცათ. თითოეულ მაყურებელს, რომელიც თავსხმა წვიმაში ჩვენთან ერთად დასველდა და ადგილიდან არ იძვროდა, ასეთი ერთგულებისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო”, — ასე აფასებს საზაფხულო პროგრამას სუხიშვილების მოცეკვავე ნინო ბეჟაშვილი.

საზაფხულო პროგრამის ფარგლებში მაყურებელმა თაკარას სცენაზე ახალი დადგმები და მუსიკალური კომპოზიციები იხილა, რომელთა პრემიერაც ანსამბლისთვის წარმატებული აღმოჩნდა. გარდა ამისა, თაკარას სცენაზე მაყურებელმა როგორც ცეკვების ტრადიციული დადგმები, ასევე შარშანდელი სეზონიდან ყველაზე დასამახსოვრებელი კომპოზიციებიც იხილა. როგორც სუხიშვილების მოცეკვავე აღნიშნავს, არცერთი კონცერტი არ არის ერთნაირი, საკონცერტო პროგრამა ხშირად იცვლება, რათა მაყურებელს არჩევანის თავისუფლება მიეცეს. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, სუხიშვილების ანსამბლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განვითარება და ახლის ძიებაა.

„საქართველოს ბანკის ხელშეწყობით თაკარას სცენა შარშან განახლდა, თუმცა საკონცერტო სეზონი გაგვიცდა. ამიტომ წლევანდელი კონცერტები განახლებულ სცენაზე ორმაგი ენთუზიაზმით გავმართეთ. ზოგადად, ყოველი კონცერტი ერთმანეთისგან განსხვავდება. ცვლილებები მუდმივად გვაქვს როგორც პროგრამაში, ისე ცეკვებშიც. წელსაც ახალი ქორეოგრაფიული კომპოზიციები წარმოვადგინეთ და გვიხარია, რომ ჩვენმა მაყურებელმა ეს სიახლეც მოკლე დროში შეიყვარა.

ჩვენი მაყურებლის აქტივობითა და სიყვარულით განებივრებულები ვართ, თუმცა ამ სიყვარულის შეგრძნება ყოველ ჯერზე გვახარებს. თავსხმა წვიმაში გამართული კონცერტები განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო. წვიმის მიუხედავად, ასეულობით მაყურებელი ამფითეატრში ისხდა და კონცერტებმა აპლოდისმენტებია ფონზე ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოცეკვავეებისათვის არ იყო მარტივი, პასუხისმგებლობა, რომელსაც მაყურებლის წინაშე მუდმივად ვგრძნობთ, არ გვაძლევს უფლებას, რომ მათ იმედები გავუცრუოთ. ჩვენ მუდმივად ახლის ძიებაში ვართ და ეს სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. ტრადიციულ და კლასიკურ პროგრამასთან ერთად ვქმნით ახალსაც, ეს კი მოცეკვავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია”, — განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

თაკარას ღია სცენაზე გამართული სუხიშვილების საზაფხულო პროგრამა სიახლეებით, ემოციებითა და ექსპერიმენტებით დატვირთული აღმოჩნდა. სუხიშვილების ეროვნული ანსამბლი კი ამჯერად ევროპელი მაყურებლის გულის მოსაგებად მიემგზავრება. 10 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე სუხიშვილების ანსამბლი ევროპის ტურნეს გამართავს, რომლის ფარგლებშიც 8 ქვეყნის 45 ქალაქში 48 კონცერტი ჩატარდება. ქართველ მაყურებელს კი ანსამბლი 22 დეკემბრიდან დაუბრუნდება და თბილისის საკონცერტო დარბაზში ტრადიციულ საახალწლო კონცერტებს შესთავაზებს.

საქართველოს ბანკის პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.