ჩვენ ვქმნით დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს - სალომე აბრალავა, SOLO და WM-ის Lifestyle-ის გუნდის წევრი

„ყოველი დღე ახალი გამოწვევაა, რომელსაც ვიღებთ და ვმუშაობთ მათზე, რათა შევქმნათ მომხმარებლების ინტერესებზე  მორგებული გამოცდილება”, – ასე იწყება საუბარი სალომე აბრალავასთან, რომელიც SOLO და WM-ის ლოიალურობისა და პრივილეგიების სამსახურის მუშაობის სპეციფიკის შესახებ გვიყვება და მთავარ გამოწვევებსა და მიღწევებზე გვესაუბრება.

ამჟამად სალომე საქართველოს ბანკში SOLO და WM-ის ლოიალურობისა და პრივილეგიების სპეციალისტის პოზიციას იკავებს. ამბობს, რომ მისი გუნდის მთავარი ორიენტირი მომხმარებელთათვის დამატებითი ბენეფიტების შექმნა და ყოველდღიურ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი კომფორტის შეტანაა. 

რას ნიშნავს SOLO და WM-ის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა შეთავაზებებზე მუშაობა და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა?

ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყო ადამიანები ისეთი არასაბანკო შეთავაზებებით, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დამატებით ბენეფიტებს მიანიჭებს, გახდის კიდევ უფრო მეტად საინტერესოს და მრავალფეროვანს. სწორედ ამ მიზნების მიღწევაში გვეხმარება ის პროექტები რომლებზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ.

მომხმარებლების სიმრავლიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ, შევქმნათ მათზე მორგებული შეთავაზებები, რომელიც მათთვის გახდება ღირებული. ამ ყველაფერში კი მომხმარებლების უკუკავშირის მოსმენა და გაანალიზება გვეხმარება.  

რას ემსახურება SOLO და WM-ის ლოიალურობისა და პრივილეგიების სამსახური?

ჩვენი გუნდის მიზანია, SOLO & WM მომხმარებლებს მიაწოდოს განსაკუთრებული არასაბანკო მომსახურება, რომელიც სცილდება ტრადიციულ ფინანსურ სერვისებს. მუდმივი ინოვაციებით და განსაკუთრებული ღირებულების მიწოდებით, ჩვენ ვცდილობთ გადავაჭარბოთ მოლოდინს – იქნება ეს საინტერესო Lifestyle შეთავაზებები, საგანმანათლებლო თუ გასართობი ღონისძიებები, სათავგადასავლო აქტივობები ჩვენი მომხმარებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. 

ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, გადავლახოთ საზღვრები, დავტოვოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, გავზარდოთ მომხმარებელთა ლოიალობა და შევქმნათ ექსკლუზიურობის უნიკალური შეგრძნება, რომელიც გამოგვარჩევს ინდუსტრიაში.

როგორია თქვენი, როგორც SOLO და WM-ის ლოიალურობისა და პრივილეგიების სპეციალისტის როლი?

ვიტყოდი რომ ეს არ არის ჩემი ინდივიდუალური როლი, არამედ ეს ჩვენი ერთობლივი, გუნდური როლია. გუნდურობა არის ის, რაც საქართველოს ბანკში ყველაზე ძალიან მომწონს და მსიამოვნებს. აქ ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, თავისი როლი აქვს, თუმცა ჩვენ ყოველდღიურად გუნდურად ვმუშაობთ, ერთად ვქმნით საინტერესო გამოცდილებებს და ეს ერთი ადამიანის დამსახურება არასდროს არის. 

თითოეული იდეა თუ პროექტი ერთიანი ძალით და საინტერესო გამოცდილებებით იქმნება და ისე მიდის მომხმარებლამდე. შემდეგ ხდება მიწოდებულ პროდუქტზე დაკვირვება და მისი მუდმივი გაუმჯობესება. მომხმარებლის უკუკავშირის მოსმენა კი ყველაზე დიდი  სიამოვნებაა.

ყოველდღიურ საქმიანობაში როგორ უზრუნველყოფთ თქვენი მომხმარებლების კმაყოფილებასა და პროცესების გამართულობას?

ჩვენი გუნდი მუდმივად ქმნის ინოვაციურ შეთავაზებებს, რომლებიც შეესაბამება პრემიუმ მომხმარებლების ინტერესებსა და მისწრაფებებს. ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის დახმარებით, შესაძლებლობა გვაქვს წინასწარ განვსაზღვროთ მათი სურვილები და შევქმნათ მიმზიდველი შესაძლებლობები. 

დიდი ყურადღება ექცევა SOLO & WM ღონისძიებების დაგეგმვასა და გამართვას, ამ დროს ვითვალისწინებთ ყველა დეტალს და ვცდილობთ, ყოველთვის რასაც ვაკეთებთ იყოს დასამახსოვრებელი, ამაღელვებელი და ასახავდეს იმ ექსკლუზიურობას, რისი მოლოდინიც პრემიუმ მომხმარებლებს აქვთ. 

იმისათვის რომ კმაყოფილება იყოს განგრძობითი, ყოველთვის ხდება იმ პროდუქტისა თუ სერვისის კონტროლი, რომელსაც მათ ვთავაზობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს არ შეექმნას რაიმე სახის დისკომფორტი და მუდმივად იყოს კმაყოფილი. ამაში კი გვეხმარება ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება – დავამყაროთ გრძელვადიანი ურთიერთობები მომხმარებლებთან.

ამ და სხვა ელემენტების კომბინაციით, გუნდი ყოველდღე მუშაობს არა მხოლოდ მომხმარებელთა კმაყოფილების შესანარჩუნებლად, არამედ გასაუმჯობესებლად, გრძელვადიანი ურთიერთობების გასაძლიერებლად და პრემიუმ კლიენტებისთვის მიმზიდველი არასაბანკო სერვისების სანდო მიმწოდებლის პოზიციის გასამყარებლად.

მოგვიყევით თქვენი საქმიანობის ყველაზე სასიამოვნო და რთულ ნაწილზე.

ყველაზე სასიამოვნო და, ამავე დროს, ყველაზე რთული ნაწილი გამოწვევებია. 

ჩვენი ყოველი დღე ახალი გამოწვევაა, რომელსაც ვიღებთ და ვმუშაობთ მათზე. რაც ამავდროულად დიდი მოტივაციის მომცემია და გვმატებს თავდაჯერებულობას. ასევე, ჩვენი სამუშაოს ძალიან სასიამოვნო ნაწილი ჩვენ მიერ შექმნილი სერვისით თუ პროდუქტით კმაყოფილი მომხმარებელი არის. დამეთანხმებით, როცა ძალიან ბევრს მუშაობ ამა თუ იმ პროექტზე და სასიამოვნო უკუკავშირს იღებ, ეს არის ალბათ ის, რაც პროექტის მიმდინარეობის პროცესში გავლილ ყველა სირთულეს გავიწყებს.

სამომავლო პერსპექტივაში როგორ ხედავთ პროფესიულ განვითარებას?

ბავშვობიდან ჩემს მამოძრავებელ ძალას კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა წარმოადგენდა. ახლაც სწორედ ეს ყველაფერი მეხმარება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ სამომავლოდაც ასე გაგრძელდება. ძალიან მომწონს და მიყვარს ის, რასაც დღეს ვაკეთებ და სამომავლოდაც ამ მიმართულებით ვისურვებდი განვითარებას.