ლევან სებისკვერაძე

ახლა ყველგან ემილიანო მარტინესის, მეტსახელად „დიბუს“ კრულვა ისმის. მას უწოდებენ ხეპრეს, გაუთლელს, ნაძირალას, ოხერს და რეგვენს. ამ ეპითეტების დიდი ნაწილი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და კიდევ შეიძლება ემის მიმართ მრავალი სალაღობო შესატყვისის მოფიქრება

ნათია ფანჯიკიძე

ხუმრობით, წარმოვიდგენ ხოლმე, ერთ დღეს როგორ სკდება დედამიწა სიცილით და იფანტება გალაქტიკაში ერთ დიდ კოსმიურ გადახარხარებად.

თამარ ჯაყელი

თუკი გსურთ, ასეთი ადამიანის განსაკუთრებულად გროტესკული სახე იხილოთ, აუცილებლად უყურეთ „სპარის“ მმართველი დირექტორის ინტერვიუს „TV პირველის“ ეთერში. ამ ინტერვიუმ გამაცოფა.

რეკლამა

არადა, სასიამოვნო კაცი ჩანდა. რაღაცნაირი, ინტელიგენტური გარეგნობით, მსხვილჩარჩოიანი სათვალით, ხელში ფლომასტერითა და ბლოკნოტით, სადაც სწრაფად ჩაიხატა ჩემი და ჩემი მეუღლის წარმოსახვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სამზარეულო, რა ზომის, რა ფორმის, რამდენი სათავსოთი... ჩანახატს რომ დავხედე, მივხვდი, გაგვიგო.

პუბლიკა

გასაუბრებიდან მისტუმრებდნენ დამსაქმებლების მიერ კარგად აპრობირებული და დაზეპირებული ფრაზით: „კარგი ადამიანი ხართ, მაგრამ ჩვენ გარემო არ გვაქვს „თქვენისთანა“ ადამიანებისთვის ადაპტირებული და შესაბამისად, თქვენი დასაქმება შეუძლებელია“

ნიქო გორგილაძე

წვიმს დრეზდენში. კოფე უხდება წვიმას, ისევე როგორც წვიმა — დრეზდენსა და ქობულეთს. შესაძლოა, ეს ჩემი აკვიატებაა… თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ წვიმას უხდება კოფე და არამც და არამც “ყავა”. ასეა, ჩვენთვის, შავიზღვისპირელებისთვის და ამ ტრადიციას არ შევცვლი. ჩემი ტრადიციებით ჩამოვედი ტრადიციულ ევროპაში.

სოფო ფირანიშვილი

ავადმყოფობას უკვალოდ არ ჩაუვლია. დეპრესია და რეციდივის შიში, გრძელი სიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია, თუმცა მე უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ. ვიცი, რომ აღარაფერი მოხდება, თუმცა რომც მოხდეს, მე უკვე იმუნიტეტი მაქვს. საკუთარი თავისა და ტკივილის მართვაც დიდი ხანია, ვისწავლე.

დავით ბუხრიკიძე

გულზე ხელი დაიდეთ, ან თუ გნებავთ ნუ დაიდებთ, ისე თქვით, რამეს თუ გეუბნებათ სახელი და გვარი - ნაჩო დუატო? სტაჟიან ბალეტომანებს, მრავალგზის პუანტგაცვეთილებს, თანამედროვე ცეკვით გატანჯულებს, ჟიზელის საფლავზე აღმართული ჯვარცმიდან გარდამოხსნილებს და კირკიტა კრიტიკოსებს, მაინცა და მაინც არ ვგულისხმობ...

გიორგი ხასაია

სოფელში მთის აფეთქება და მთელი ხეობის მისაკუთრება,  ქალაქში უმუშევრობა და ადამიანის ცხოვრებისთვის   შეუსაბამო ხელფასები, ოლიგოპოლიური ფასები წამლებსა პროდუქტებზე, საჯარო სივრცეების მისაკუთრება, სათამაშო ბიზნესის ყვავილობა და სხვა - ერთი სენის სხვადასხვა გამოვლინებებია.

ბექა ყორშია

სულ ახლახანს საწყალი მღვდელი დაავადდა და მგონი, მასთან ერთად სტიქაროსანიც. დღეს რაღაც ვიდეო ვნახე, პატარა ბავშვი დგას და ამბობს, რაც საპატრიარქოს კურთხევა იქნება, მაგას ვიზამთო. მერე შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა - თუ წირვა შეწყდება, სულიწმინდა დაგვტოვებს და ცეცხლის წვიმა წამოვა ციდანო.

გიორგი ხასაია

შენ და შენი ტოლი ქართველი გოგოები და ბიჭები სუპერმარკეტებსა და კაფეებში სამუშაოდ ხშირად იმიტომ კი არ მიდიხართ, რომ, როგორც იტყვიან, თქვენი ფული გქონდეთ. უფრო იმიტომ, რომ ოჯახს სწავლის საფასურის ტვირთი შეუმსუბუქოთ ან შიმშილისა და გადასახადების გადაუხდელობისგან დააზღვიოთ. მაგრამ ამ სამუშაოს გამო, სწავლასაც მოსწყდით, არც ადამიანური ცხოვრებისთვის საკმარისი ფული გაქვთ და ხვალინდელი დღის შიშით სულ უფრო და უფრო იქუფრება თქვენი იმედის ცა.

პუბლიკა

ასეთი კომპანიები არსად ჩქარობენ მშრომელებთან შრომითი ურთიერთობის აღიარებას. პრობლემაც მაშინ იჩენს თავს, როცა მშრომელს, ბუნებრივად, შრომითი გარანტიით სარგებლობის საჭიროება ექმნება