ბლოგი
ამდენი ვწერე და თავადაც მიკვირს, როგორ მოხდა, რომ აქამდე სიყვარული არ ამიხსნია ყველაზე ძვირფასებისთვის, ადამიანებისთვის, რომელთაც ფსიქოზური დაავადებები სტანჯავთ. რადგან ეს ჩანაწერი არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად დიაგნოზების მინიჭებას, ან მათ ამოცნობას, იქნებ პირიქითაც, მიზანი მათი სრული გაუქმება იყოს, მინდა ხაზგასმით არასამედიცინო მიზნით მოვყვე ბოდვითი შინაარსების შესახებ, რომელიც თანხმობაში არ მოდის დანარჩენი საზოგადოების ბოდვასთან.
ზოგი მკითხველისთვის ალბათ მოსაბეზრებელი იქნება ტექსტში თითქოს ხელოვნურად მიმობნეული იდეოლოგიური ტირადები და შეგნებულად გამომწვევი ულტრამემარცხენე რადიკალიზმი, რომელიც პერსონაჟების უმანკო, ახალგაზრდული იდეალიზმის ნაცვლად, ავტორის პოზიციად და არც თუ ისე უნებლიე პროზელიტიზმად აღიქმება.
ამპარტავანი ქართველები, როგორ იკადრებენ 100 მეტრის ფეხით გავლას ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს! ჩემი ტრიპაჩა ჯგუფელები 15 წლის წინ, უნივერსიტეტიდან ორი ქუჩის მოშორებით ცხოვრობდნენ და სასწავლებელში მაინც მანქანით მოდიოდნენ.
წითელი ინტელიგენცია, საპატრიარქოს დიდი ნაწილი და თითქმის ყველა ორგანიზებული ინტერეს-ჯგუფი (ფეხბურთელები, მოჭიდავეები, ) ოცნების სატელიტი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციის სახელითა და კვოტით ასპარეზობენ
ლევან ვასაძის პოლიტიკური შეხედულებები და ღირებულებები არავისთვის წარმოადგენს დიდ საიდუმლოს. ის არის ღია პრორუსი, რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის თანამოაზრე.
თავისუფლება მოძრაობაშია, თავისუფლება ისე არ მოდის თუ შენც არ მიდიხარ მასთან... თავისუფლება მათი ხვედრია, ვინც არ გაჩერდება თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე.
ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს, თავისი ნიჭისა და თვისებების მიხედვით. თუ რამეს დააშავებს, ორმაგად გადაიხდის კიდეც საფასურს. მაგრამ გავიზარდეთ და ისეთ ქვეყანაში ამოვყავით თავი, სადაც ყველაფერი ამის საპირისპიროდ ხდება. შეხედეთ, ვინ არის პრემიერ-მინისტრი ან ვინ არის ეკონომიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი, ვინ არიან დეპუტატები, მღვდელმთავრები და ა.შ.
ინსპექციას ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს, იცავს თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულის შრომით უფლებებს – სამუშაო დროის ხანგრძლივობას, მოთხოვნებს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს, შვებულების მიცემის წესს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაცემას, შრომით დისკრიმინაციის საკითხებს და ა.შ. ანუ – შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მეც, ვეთანხმები, რომ საქართველოს სიყვარულთან ქართულ ენას და სამშობლოს აღქმას მივყავართ და არა იმ გზას, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ ღმერთამდე მისასვლელად. იერუსალიმში პირველად ყოფნისას აქტიურად მოვიარე სომხური, არაბული, ებრაული და ქრისტიანული უბნები. შემდეგ ერთ-ერთი სახლის სახურავზე ავედი და – იქიდან ზუსტად იგივე ცა ჩანდა, რომელი უბნიდანაც არ უნდა გაგეხედა.
ხისტი, დაუნდობელი და უემოციო! - ძირითადად, ასე ახასიათებდნენ სკოლაში. ერთი შეხედვით, ასეც იყო, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ გულოს ოთარაანთ-ქვრივის იმიჯი ჰქონდა მორგებული.
ერთფეროვანს ნუ გავხდით მას, რაც „გვაქვს უთვალავი ფერითა”, და თუკი კატალონიელებივით „კომპიუტერს” სხვა სიტყვით ვერ ჩავანაცვლებთ (კატალონიურად “ordinador”), რაც გვაქვს, იმას მაინც მოვუფრთხილდეთ.
„ერთმორწმუნე“ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ბომბავს და ხოცავს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ მოსახლეობას, იტაცებს და აწამებს ქართველ და უკრაინელ მართლმადიდებლებს. ამიტომ, თამამად უნდა ითქვას, რომ რუსული ავტორიტარიზმი და მასთან მთლიანად შეზრდილი მოსკოვის საპატრიარქო „ერთმორწმუნე“ მკვლელი და ოკუპანტია,