BMG-ის წყაროების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გამოცემას წყაროები ეუბნებიან, ვანო ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს ელექტროენერგიის მთელ საქართველოში გათიშვას უკავშირდება.
მედიის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია.
ეკონომიკის სამინისტრო ვანო ზარდიაშვილის შვებულებას ადასტურებს, თანამდებობიდან გათავისუფლებას – არა.
ვანო ზარდიაშვილი, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა.
24 ივლის, დაახლოებით 00:20 საათიდან და 25 ივლისს 08:00 საათზე ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოირთო.
სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს, რომ მომხდარის მიზეზის დადგენაზე მუშაობს. საკითხს სწავლობს სემეკიც.
25 ივლისს გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.