ბოლნისში სოფელი სავანეთი გადაიკეტება, განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი – რეხვიაშვილი

პუბლიკა

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდინფექცია დაუდასტურდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლის შვილს.

„ორი ფაქტი მიემატა ბოლნისის მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, ერთი არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი ქალბატონი და სასწრაფოს ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრი, შვილი. ჯამურად მივიღეთ 20 დადასტურებული ფაქტი ბოლნისში. ბოლნისში სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკი იყო.

მდგომარეობა განვიხილეთ და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი გადაიკეტება. სოფელში განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი. 38 სამედიცინო პერსონალი იყო დაკვირვების ქვეშ. ისინი მკაცრი კარანტინის სივრცეებში არიან გადანაწილებული. ექვსთან აღებულია საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს“, – განაუცხადა „პირველ არხს“ რეხვიაშვილმა.

აქამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში – ქვემო ბოლნისში 1 აპრილს გამკაცრდა საკარანტინე ზომები იქ დაფიქსირებული კოვიდინფექციის დადასტურებული შემთხვევების გამო.