ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 2 717 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 717-ია. მათგან ყველაზე მეტი იტალიასა (756) და ესპანეთში (624) დაიღუპა.

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია 135 957 დადასტურებული შემთხვევით.

მსოფლიოში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 33 573 ადამიანი გარდაიცვალა. 712 ათასი ინფიცირებულიდან კი 150 829 განიკურნა.

საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 18 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717, ჰოსპიტლური მეთვალყურეობის ქვეშ კი – 268 პირი.