ბორის ჯონსონი საავადმყოფოდან გაწერეს

პუბლიკა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა ჰოსპიტალი უკვე დატოვა, თუმცა ის ჯერ სამუშაოს ვერ დაუბრუნდება.

55 წლის ჯონსონი წმინდა თომასის საავადმყოფოში წინა კვირას მოათავსეს – კორონავირუსის დადასტურებიდან 10 დღეში. Downing Street-ის ცნობით, პრემიერი გამოჯანმრთელების პროცესს თავის სოფელში განაგრძობს.

„სამედიცინო გუნდის რჩევით, პრემიერ-მინისტრი სამუშაოს დაუყოვნებლივ ვერ დაუბრუნდება. ის მადლობას უხდის ყველას წმ. თომასის საავადმყოფოში არაჩვეულებრივი ზრუნვისა და ყურადღებისთვის”, – აცხადებენ ჯონსონის გარემოცვაში.