ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის აქტიურ კერებზე მუშაობა მიმდინარეობს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა.

„ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა”, – წერს შსს.