ბორჯომში გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომელშიც 14-მდე მგზავრი იმყოფებოდა

პუბლიკა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში დაახლოებით 14 მგზავრი იმყოფებოდა. არიან დაშავებულები. სავარაუდოდ 7 ადამიანი, ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მსუბუქი დაზიანებებით.

მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.