ბრიტანეთის დაზვერვა: ბოლო 24 საათში რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონიათ

პუბლიკა

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ბოლო 24 საათში უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს.

მათი ცნობით, უკრაინული ჯარები მათ წინსვლას კონტრშეტევებისა და წინააღმდეგობების ფონზე აფერხებენ.

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშით, რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებმა უკრაინის ჯარების ეფექტიანობის გამო კონტროლის დამყარება ვერცერთ რეგიონში ვერ შეძლეს, რაც მათ ქმედითუნარიანობის შემცირებაზე მეტყველებს.

მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მარიუპოლს დაცემულად აცხადებს, მძიმე ბრძოლები გრძელდება, რაც ქალაქის აღებას აფერხებს და ხელს უშლის რუსეთის პროგრესს დონბასის გეგმაში.