გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის 450 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
დაახლოებით 350 მილიონ ფუნტს დიდი ბრიტანეთი გამოყოფს, დაფინანსების მეორე ნაწილს კი ნორვეგია უზრუნველყოფს, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედი „უკრაინის საერთაშორისო ფონდის“ მეშვეობით.
როგორც ცნობილია, 160 მილიონი ფუნტი დაიხარჯება გაერთიანებული სამეფოს მიერ უკვე მოწოდებული აღჭურვილობის შეკეთებაზე, ხოლო დაახლოებით 250 მილიონი ფუნტი უზრუნველყოფს ახალ სარადარო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს და ასობით ათას დრონს.
დღეს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი იმყოფება ბრიუსელში, სადაც თავის გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან ერთად უხელმძღვანელებს 50 ქვეყნის შეხვედრას, რათა განიხილონ უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარება. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც კიევის მოკავშირეებისგან შედგება, დღეს დილით ნატოს შტაბ-ბინაში შეიკრიბება.