ბრიტანეთში ახალი სახელისუფლებო კრიზისია, მთავრობის ორი წევრი თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

ბორის ჯონსონის მინისტრთა კაბინეტი ორმა წევრმა დატოვა. დღეს თანამდებობა კანცლერმა რიში სუნაკმა და ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა დატოვეს.

ჯანდაცვის მდივნის საჯიდ ჯავიდის თქმით, კონსერვატიული პარტია ყოველთვის კომპეტენტურად მოქმედება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, არსებული მოცემულობაში, საზოგადოება ასე აღარ მიიჩნევს.

„უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრისას, გასულ თვესი, გამოჩნდა, რომ ასე ფიქრობს ჩვენი კოლეგების ნაწილიც.

მე ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ნათელია, თქვენი მმართველობისას სიტუაცია არ გამოსწორდება და ჩემი ნდობაც დაკარგეთ“, – მიმართა ჯავიდმა ბორის ჯონსონს.

კანცლერის, რიში სუნაკის თქმით კი, ის დიდი ხანი მხარს უჭერდა ბორის ჯონსონს პარტიის ლიდერის როლში. მაგრამ გასულ კვირას საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებებია.

„ქვეყანა უნდა იმართებოდეს სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად. ვაცნობიერებ, რომ ეს შესაძლოა ჩემი უკანასკნელი პოსტი იყოს მთავრობაში, მაგრამ მჯერა ამ სტანდარტებისთვის ღირს ბრძოლა, ამის გამო ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა სუნაკმა.

ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა „კონსერვატორების“ ვიცე-თავმჯდომარემ ბიმ აფოლამიმაც.

ბორის ჯონსონს მხარი დაუჭირა კულტურის მდივანმა, როგორც BBC წერს, მოსალოდნელია, რომ პრემიერის გუნდში დარჩებიან საგარეო საკითხების მდივანი ლიზ ტრასი და თავდაცვის მდივანი ბენ უოლასიც.

დიდი ბრიტანეთის ახალ სახელისუფლებო კრიზისის წინ უძღოდა მთავრობის კიდევ ერთი წევრის, კრის პინჩერის გადადგომა, რომელსაც ორი ადამიანი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ბორის ჯონსონმა პინჩერი თანამდებობაზე იმ დროს წარადგინა, როცა მისი სასამართლო დასრულებული არ იყო.

LB loan image desktop LB loan image mobile