ბრიუსელში „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში პირველად მონაწილეობს საქართველო

პუბლიკა

ბრიუსელში „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში პირველად მონაწილეობს საქართველო.  ოფიციალურ თბილისს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ჯუანშერ ბურჭულაძე წარმოადგენს. ამ ფორმატის ფარგლებში NATO-ს თავდაცვის მინისტრები პარტნიორებთან ერთად მესამედ იკრიბებიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში  მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოსთან ერთად შეხვედრისას მოლდოვაც იყო წარმოდგენილი.