ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ავტომობილი შეეჯახა

პუბლიკა

დღეს დილით, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, რუსეთის საელჩოს ჭიშკარს მანქანა შეეჯახა- მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ პოლიციის განცხადებას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეხანძრეების მოსვლამდე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მანქანის წინა ნაწილი, რომელსაც ცეცხლი უკიდია, ჭიშკარშია გაჭედილი.

სამართალდამცავები მომხდარის მიზეზებს იკვლევენ. უცნობია ინციდენტი უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ შეაჯახა მძღოლმა საელჩოს მანქანა.

Reuters-ის ცნობითვე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრით გაბრაზებული აქტივისტების სამიზნე, ბოლო კვირების განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის არაერთი საელჩო გახდა.