ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერეში გაივლის

პუბლიკა

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინის 2-კვირიან პერიოდს საჩხერეში საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში გაივლიან.

საჩხერის საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი მაია ხელაძე ამბობს, რომ ჩინეთიდან ჩამოყვანილთა შორის არიან 24 ქალი, 8 მამაკაცი და 2 ბავშვი.

„ვირუსის ტესტები ჩვენ გვაქვს. ინდივიდუალური თერმომეტრები აქვს ყველას მიცემული, ჩვენ მათ სუბიექტური ჩივილებისა და ტემპერატურის მონიტორინგს ჩავატარებთ. საეჭვო შემთხვევაში კიდევ შევაფასებთ ხომ არ არის კორონავირუსი და შემდეგ მოვახდებთ ბოქსირებულ პალატაში მათ გადაყვანას”, – აცხადებს მაია ხელაძე.