ჩრდილო მაკედონია უკრაინას ტანკებსა და თვითმფრინავებს გადასცემს - პოდოლიაკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის ცნობით, ჩრდილო მაკედონია უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმარება, რომელიც ტანკებსა და თვითმფრინავებს მოიცავს.

„მეგობარი გასაჭირში იცნობა. არ აქვს მნიშვნელობა რამხელაა შენი ქვეყანა ან მისი მშპ, მნიშვნელოვანია, თუ როგორი გული გაქვს. ბევრი ქვეყანა უფრო მეტ გამბედაობას იჩენს დღეს, ვიდრე „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ნახევარი. მაგალითად, როგორც მაკედონია, რომელიც ტანკებისა და თვითმფრინავების გადაცემით დაუდგა მხარში უკრაინას. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამას“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

გასულ დღეებში უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილო მაკედონია თავის შეიარაღებაში მყოფ T-72 ტიპის ტანკებს გადასცემს უკრაინას, მაკედონიას ასეთი 30-მდე ტანკი ჰყავს. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ სკოპიე კიევს 4 ცალ Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს გადასცემს.