„ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“ | ზურაბიშვილი ერთიანობის დღეს ეხმაურება

პუბლიკა

„საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ერთიანობის დღეს.

უკრაინაში ერთიანობის დღე აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, იმართება მსვლელობები მშვიდობისთვის.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, – წერს Tweet-ში ზურაბიშვილი.


უკრაინელებს ერთიანობის დღე მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ქვეყნის მასშტაბით, ყველგან აღმართულია უკრაინის სახელმწიფო დროშა.

მოქალაქეებმა ერთიანობის დღეს 200 მეტრის სიგრძის სახელმწიფო დროშა კიევის ოლიმპიური სტადიონზე გაიშალეს.