ჩვენი მანდატიდან გამომდინარე მზად ვართ, დავეხმაროთ ბაჩალიაშვილების ოჯახს - ლომჯარია

ია კელერმანი

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ეტაპზე ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ჩავერთოთ და დამატებით დახმარება გავუწიოთ ბაჩალიაშვილების ოჯახს“, – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი აკვირდება მიმდინარე გამოძიებას, შეხვდნენ ოჯახის ადვოკატსა და დამოუკიდებელ ექსპერტს.

„დამატებით თუ რაიმე თხოვნა ექნებათ სახალხო დამცველთან ადვოკატს ან დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზდ ვართ ნებისმიერ ეტაპზე ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ჩავერთოთ და დამატებით დახმარება გავუწიოთ ოჯახს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და გაუჩინარდა. ის პოლიციამ დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თავისსავე მანქანაში გარდაცვლილი იპოვა. ამის შემდეგ პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებულ გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაუმატა.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები მიიჩნევენ, რომ მათი შვილი თავს არ მოიკლავდა და თამარ ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, მოკლულია.