ჩვენს კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია - სოლოღაშვილი

პუბლიკა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით,  კლინიკაში მყოფი 17 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელდა.

„17 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელდა, რაც ძალიან კარგი ამბავია. გამოჯანმრთელებულია ორი წლის ბავშვი.  ამასთან, კლინიკაში დაგვემატა ერთი ბავშვი, მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა. ქუთაისიდან გადმოიყვანეს და გახდა 17 დადასტურებული პაციენტი. ეს არის სვანეთის კლასტერი, ეს არის ხუთი წლის ბავშვი, გამოხატული პნევმონიით. დანარჩენი პაციენტებიდან ერთი რჩება საყურადღებო. რვა პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა შეიძლება, ეს რაოდენობა გაიზარდოს. გამოჯანმრთელებულ ბავშვს თუ აღარ ჩავთვლით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ბავშვი რჩება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.