ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პუბლიკა

ცხვარიაჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 8 ადამიანიდან, 5 დარბაზიდან გაათავისუფლეს და აღკვეთის სახით გირაო შეუფარდეს.

დაკავებულ რვა პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობის ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარედგინა, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე 7 პირს.

LB loan image desktop LB loan image mobile