შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც გუშინ საღამოს ახალდაბაში მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 14 წლის გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის დღეს დილით გარდაიცვალა.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.