დაასვენეთ ეს ადამიანი [ივანიშვილი], წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს ქველმოქმედებას - ყაველაშვილი ოპოზიციას

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა, რომ დაასვენონ ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის წავიდა პოლიტიკიდან და აგრძელებს ქველმოქმედებას.

„ბატონ რომან გოცირიძეს შევახსენებ, რომ აქ პარლამენტში სრულიად საქართველოს გასაგონად იძახდა, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი არის ბლეფი, არაფერი არ აშენდებაო და ფაქტი სახეზეა, თუ როგორ გაკეთდა. აღარ გავაგრძელებ იმ ქველმოქმედებას კიდევ,  რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და სწორედ ამას ვერ იგებთ… დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას, შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, – მიმართა მან ოპოზიციას.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულია და წინასწარ აცნობა საზოგადოებას ოპოზიციის გეგმებს შესახებ.

„აკერმანის ცნობილი ჯგუფით დაწყებული, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში თქვენი სიარულით რომ იქნებ როგორმე მოახერხოთ და შეუშალოთ ხელი საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას  ამ ხელისუფლების პირობებში”, – თქვა მან.