დადებითი დინამიკის შემთხვევაში შესაძლოა, ორშაბათიდან შეზღუდვები შევამსუბუქოთ - ფაშინიანი

პუბლიკა

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში სომხეთში Covid 19-ით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო პერიოდში ყევლაზე დაბალი მაჩვენებელია.

„კარგი ამბები გვაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში. დღის განმავლობაში ჩატარებული 263 ტესტიდან მხოლოდ 11 იყო დადებითი“, – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ორშაბათიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს, თუ მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება დადებითი დინამიკა.

სომხეთში კოორნავირუსული ინფექციის 833 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 8 ადამიანი, ხოლო 62 გამოჯანმრთელებული.