დადებითობის მაჩვენებლი 3% მაინც უნდა იყოს, რომ სკოლების გახსნაზე ვისაუბროთ - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე საუბარი ადრეა.

“სკოლების და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლების და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, ანუ 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვისაუბროთ სკოლების და ბაღების გახსნაზე,”-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსზე ყოველდღიური ტესტირებიდან დადებითი 10%-ზე დაბალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა, რაც იმედის მომცემია.

„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი არის ის, რომ პირველად ამდენი თვის განმავლობაში 8%-ზე ჩამოვიდა, 19 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა და იქიდან დადებითი იყო დაახლოებით 8%. პირველად მოხდა, რომ ჩვენ ჩამოვედით 10%-ზე დაბლა და ეს არის საიმედო მაჩვენებელი“, – განაცხადა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.