დაგამთავრებთ, ეკლესიაზე მტრობა არ შეგრჩებათ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

პუბლიკა

„ნაცმოძრაობა არის ეკლესიისა და სახელმწიფოს მტერი ძალა. ეს არის თქვენი ნიშანი ჯერ 9 წლის და შემდეგ 7 წლის განმავლობაში. ეკლესიაზე მტრობა თქვენ არ შეგრჩებათ. მაგ შეტევას დაასრულებთ ძალიან მწარედ”, – ასე მიმართა პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.

ამ წუთებში პარლამენტი  93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას.

განხილვა დაძაბულ და ხმაურიან რეჟიმში მიმდინარეობს.


„ახლა ბატონი დიტო მხეიძე საუბრობდა და აკაკი ბობოხიძისგან იყო რეპლიკა – დიმიტრი სტიქაროსანიო. ეს არის – მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და არიქა, ცხვარი გარბისო. ეს არის ამ ხალხის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. კაკო ბობოხიძეც არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას. თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები. სერგო, ნებისმიერ დროს ესვრი შენ ილიას. ამას აკეთებთ თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში, თქვენი პარტიული ტელევიზიებისა და თქვენი ვებგვერდების მეშვეობით, და თქვენი ნაცაქტივისტების მეშვეობით. ფეისბუქზე ათასობით ადამიანი არის ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ბერბიჭაშვილის საქმე.

თქვენ, რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები,  საქართველოს ტერიტორიების 20%-ს არ ჩააბარებდით რუსეთს და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ.

თითებს ნუ იქნევ. ჩაგაბარებთ წარსულს, ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრებს ჩავაბარებთ წარსულს. თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 3 თვის წინ იჭრებოდით პარლამენტში, ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდით.

რას გიზამ იცი, სერგო [რატიანი]? დაგამთავრებთ. ეგ იქნება პასუხი. ნუ იკრიჭები სერგო.

ახლა ვსაუბრობდი, როგორ უნდა ვაჩვენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, ეს არის ლუსტრაცია. თქვენ აჩვენებთ თქვენს სახეს, ეს არის გიგლა ბერბიჭაშვილის სახე, გიგლა ბერბიშაჭვილი ის კი არ იყო, ვინც მარტო ესროლა ილიას, არამედ დადიოდა მოსახლეობაში და ამაყობდა იმით, რომ მან ილიას ესროლა…

ლევან გოგოჩაიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტანდემში, შენ ნაძირალავ. ლევან, შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ. ლევან არ შეგრჩება ეგ სიტყვები, განანებ მაგრა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile