დენის კირიევი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ დაზვერვის თანამშრომელთა სიაშია

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა განსაკუთრებული დავალების შესრულებისას დაღუპული დაზვერვის თანამშრომლების სია, რომელთა შორის წერია დენის კირიევი, რუსეთთან მომლაპარაკებელი უკრაინის პირველი დელეგაციის წევრი, რომელზეც დღეს მედია იტყობინებოდა, რომ სამშობლოს ღალატშია ბრალდებული და დაკავების ოპერაციისას მოკლეს.

უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, ალექსეი დოლია, ვალერი ჩიბნიევი და დენის კირიევი უკრაინის დაცვაში დაიღუპნენ.