დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ვაქცინად ოქსფორდის „ასტრაზენეკა“ დაამტკიცეს - BBC

პუბლიკა

დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინად გამოყენების ნებართვა გასცეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 100 მილიონი დოზა აქვს შეძენილი, რაც 50 მილიონი ადამიანი ვაქცინაციას ითვალისწინებს.

როგორც მედიაშია ნათქვამი, წამლების მარეგულირებელი ორგანოს მიერ „ასტრაზენკას“ დამტკიცება ნიშნავს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტიანი.

„ასტრაზენეკა“ მეორე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებართვაც დიდ ბრიტანეთში გასცეს. ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინით.


გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობის აცრა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით დაიწყეს. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა ადამიანმა 8 დეკემბერს გაიკეთა. ამის შემდეგ, 14 დეკემბერს ვაქცინაცია დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ორი დღის წინ, 28 დეკემბერს Pfizer/BioNTech-ით ვაქცინაცია დაიწყეს ევროკავშირშიც.