დიღმელაშვილი: პარლამენტს არ მიეცემა მუშაობის საშუალება

პუბლიკა

„პარლამენტს არ მიეცემა მუშაობის საშუალება, სანამ არ შეასრულებენ მოცემულ პირობას“, – ამის შესახებ „tv პირველის“ ეთერში შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

მან კონკრეტულ გეგმებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ამას მოქალაქეები მოგვიანებით გააცნობენ.

„მოდით, დეტალური გეგმის გამოცხადებას დაველოდოთ… მარტო პარლამენტის პიკეტირებაზე არააა. მთავარი ისაა, რომ ისინი ვეღარ იმუშავებენ, მაგათ აღარ აქვთ ლეგიტიმაცია, რომ იმუშაონ და ვეღარ იმუშავებენ.

კონკრეტულ გეგმას ახლა იმიტომ ვერ გეტყვით, რომ ამას მაყურებლის გარდა სუმენე ის ადამაინები, ვისაც სურს რომ ამ ყვლეაფერს წინა აღუდგეს, შესაბამისად რომ დავიცხათ პოლიტირუ იერთობის მთავარი ინტერესი, ამას ახლა ვერ გაგიმხელთ“,  – განაცხადა დიღმელაშვილმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა, „ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა ლეგიტიმაცია“.

„ხვალიდან ამ შენობაში თქვენ მუშაობას ვერ გააგრძელებთ”, – აღნიშნული განცხადება კი სიტყვით გამოსვლის დროს გიგი უგულავამ გააკეთა.

„რაც შეეხება შეჭრას, იმედია, ამას არავინ არ დააპირებს, რა თქმა უნდა ეს ესკალაციას გამოიწვევს, რაც ნამდვილად არ არის სასურველი და სწორი ნაბიჯი, არავინ არ აპირებს პარლამენტში შეჭრას, რაც შეეხება პიკეტირებას, პიკეტირების უფლება მომიტინგეებს აქვთ”, – განაცხადა „tv პირველის” ეთერში ნინო ბურჯანაძემ.

„პროტესტი იქნება ძლიერი, იქნება კანონის ფარგლებში. მოვუწოდებ სხვა პარტიებს ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, ისევე როგორც სხვა პარტიებთან, სიურპრიზები არ იყოს. უნდა იყოს მძლავრი პროტესტი კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია”, – ამის შესახებ კი მოძრაობა „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.