დნესტრიპირეთში სამხედრო ინციდენტების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია

პუბლიკა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია მას შემდეგ, რაც დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში ორი ინციდენტი მოხდა.

გუშინ სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქში, ტირასპოლში უცნობმა პირებმა, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობას ყუმბარმყორცნებიდან ესროლეს, დღეს კი ააფეთქეს ანძები, რომლებიც რუსულ რადიოსიგნალებს გადასცემდნენ. აფეთქება დნესტრისპირეთის რადიოსა და ტელევიზიის ცენტრ „მაიაკთან“ მოხდა.

დნესტრისპირეთი, რომელშიც მაღალია რუსული მოსახლეობის პროცენტული წილი, მოლდოვისგან გამოყოფას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცდილობს. დნესტრისპირეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსული გავლენის ქვეშაა და რეგიონში იმყოფებიან რუსული სამშვიდობო ძალები.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კი რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათი მიზანი უკრაინის სამხრეთის მთლიანად დაკავება და და დნესტრიპირეთთან სახმელეთო კავშირის დამყარებაა.