„დოჟდის“ ჟურნალისტი: საქართველოში ჩემი ოჯახი შემოუშვეს, მე - არა

პუბლიკა

დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი, რომელიც 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს მისი ოჯახის წევრებს. მისივე თქმით, უარის მიზეზი არავის აუხსნია, მაგრამ სხვადასხვა წყაროსგან გაიგო, რომ მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში მუშაობა იყო – ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

„საქართველოში გუშინ დილით ჩემს ქალიშვილებთან ერთად ჩამოვედი. ისინი ქვეყანაში შეუშვეს, მე – არა. თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს. მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გავასაჩივრო.

ვკითხე, რასთან დაკავშირებით-მეთქი. მითხრეს, რომ როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მელაპარაკებოდნენ. პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი. მიზეზი გაურკვეველი დარჩა. ჩემთვის არავის არაფერი აუხსნია, თუმცა, სხვა საუბრებიდან, სხვა კონტაქტებიდან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ დოჟდთან კავშირის გამო მოხდა”. – თქვა ფიშმანმაფორმულასთან“.

„დოჟდმა“ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. მას შემდეგ ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილი რუსეთის დატოვებას ცდილობს.