„დოჟდისა“ და „ეხო მასკვის“ ვებგვერდები რუსეთში აღარ მუშაობს

პუბლიკა

დამოუკიდებელი ტელეარხების „დოჟდისა“ და „ეხო მასკვის“ ვებგვერდები რუსეთში აღარ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „დოდჟი“ twitter-ის მეშვეობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მაუწყებლობა შეუჩერდა „ეხო მასკვის“.

26 თებერვალს რუსეთის „კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა“ 10 ადგილობრივი მედიაორგანიზაცია  ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ დამოუკიდებელი ტელეარხები – „დოჟდ“ და „ეხო მასკვი“

მარეგულირებელმა მოუწოდა მედიასაშულებებს, წაეშალათ რუსეთისთვის შეუარცხმყოფელი ინფორმაცია ვებგვერდებიდან ან შეეზღუდებათ წვდომა თავიანთ ვებგვერდებსა და სხვა მედიარესურსებზე.

მარეგულირებელმა მოუწოდა მედიებს, წაშალონ ისეთი ცნობები, რომლებიც აღწერს მოსკოვის თავდასხმას უკრაინაზე; ინფორმაცია სადაც გამოყენებულია ტერმინები – „რუსეთის თავდასხმა, შეჭრა, ომის გამოცხადება“.